სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fghncvbnc.jpg

რა გაკეთდება ბაზალეთის თემში სოფლის პროექტებით

1 თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებების ჩატარება დაიწყო. 

პირველი საერთო კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც  წინასწარ წარმოდგენილ იდეებზე,  ფარული კენჭისყრით,  სოფლის საჭიროებებისთვის, საკუთარი ნება ბაზალეთის, ღარიხევის, ქროლისა და წიფის მოსახლეობამ დააფიქსირა.

 საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე უძღვებოდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, თენგიზ ჭიპაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი. 

 საერთო კრებების დასრულების შემდეგ მოსახლეობამ შემდეგი პროექტები აირჩია:
 სოფელ ბაზალეთში საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა - 12 000 ლარი. 
 ქროლში სოფლის ცენტრალურ გზაზე, ასევე, გარე განათების ქსელის გაკეთება - 10 000 ლარი.
 რაც შეეხება სოფლებს ღარიხევსა და წიფს აქაურმა მაცხოვრებლებმა იდეები გააერთიანეს და 20 000 ლარით ორი სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის ავზს და მილებს შეიძენს, ასევე მოაწყობენ გარე განათების სისტემას და რემონტს ჩაუტარებენ სოფლის კლუბს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის პროექტებისთვის 830 000 ლარი გამოეყო. თანხა სოფლის მოსახლების მიერ შერჩეულ პროექტებზე გადანაწილდება.

 საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება. 

იხილეთ ოქმი

ნანახია: 6938 - ჯერ