სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dcfgvjnhcbn.jpg

ხარაგაულის მერი მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

25 იანვარს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორი, მერებს და იმერეთის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნული შეხვედრის შესახებ ხარაგაულის მოსახლეობას მიმართავს:
„მინდა დეტალურად განვუმარტო მოსახლეობას რა სახის შეხვედრა იყო სამხარეო ადმინისტრაციაში. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასეთი ფორმატის შეხვედრები და აქტიური დიალოგი მშენებელ კომპანიებთან არის სწორი ფორმა, რომელიც აპრობირებულია მაღალგანვითარებად ქვეყნებში და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი კი, პროექტების ვადების დაცვითა და მაღალი ხარისხით შესრულების საწინდარია. 

 მხარის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ დეტალურად მოისმინა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია. რასაც ასევე, დეტალურად გაეცვნენ მშენებლები. 
მხარის რწმუნებულის შეფასებით, ამ მხრივ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ჩვენ, 15 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 670 000 ლარი გამოიყო, სამშენებლო ტენდერები უკვე გამოცხადებული გვაქვს.  ველოდებით დაფინანსების მეორე ლოტს, რისთვისაც 6 პროექტი უკვე მზადაა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიძინოს დამატებით პროექტები, რათა არ დავკარგოთ დრო და გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხარაგაულში აქტიურ ფაზაში შევიდეს.“ 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, 2018 წელს დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რის შესახებაც მხარის გუბერნატორმა მშენებელ კომპანიებს პროექტების მოკლე ვადებში დასრულებისკენ მიუთითა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხელშეკრულებები შეუწყდებათ. 

პირადად მქონდა  შეხვედრა ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღე პირობა, რომ მარტის თვეში, მუნიციპალიტეტში, ამჟამად მიმდინარე პროექტები დასრულებული იქნება.  მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არსებული პრობლემების გამო მერია თითს არ იშვერს არცერთი უწყებისკენ, როგორც ამის შესახებ აპელირებენ. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე და არსებულ ხარვეზებზე, რაზეც მერიასთან ერთად თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც საკრებულოს ასევე სახელმწიფოს. 

 მთავარი არის ერთი, 2 წელიწადში ჩვენ მივიღეთ 50-ზე მეტ სოფელში მოწესრიგებული სოფლის ცენტრალური გზა და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერის მიმართვაში. 

ნანახია: 2731 - ჯერ