სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdcgjfghj.JPG

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

 16 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. 

ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის   3 670 000 ლარი გამოეყო.  

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე განმარტა, რომ საჭიროა გასული წლის ნაშთის - 3 962 966  ლარის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებში მიმართვა.

ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 7 725 800 ლარი   გაიზარდა  3 670 000  ლარით და განისაზღვრა 11 395 800 ლარით, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 7 725  800  ლარი  გაიზარდა 7 632 966 ლარით და განისაზღვრა  15 358 766    ლარით.

საკითხის განხილვისას ბიუროს წევრებმა  შენიშვნები გამოთქვეს. მათი განცხადებით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 3 670 000 ლარი არ ითვალისწინებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც საკრებულომ მოიწონა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ სწორედ იმ 41 პროექტიდან შეირჩა პირველ ეტაპზე დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც საკრებულომ მოიწონა, ხოლო პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იმ ობიექტებს მიენიჭა, რომლის პროექტიც ნაყიდი ქონდა მერიას.  ინფრასტრუქტურის სამსახურს დაწყებული აქვს ახალი პროექტების შეძენა და დაფინანსების მეორე ეტაპზე გზები სხვა სოფლებშიც დაიგება.

ზემოთ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დეპუტატები 19 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ნანახია: 6321 - ჯერ