საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მარტოხელა დედას, თეა დევდარიანს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
თეა დევდარიანი შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს. დედა-შვილი სათნოების სახლში ყოველდღიურად იკვებებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ.
მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მერია გეგმავს, მომავალი წლიდან ოჯახის ბინის ქირის ხარჯები უზრუნველყოს.