სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfhgxcfvgbhc.jpg

ცხოვრება კიდურების გარეშე

მარტოხელა გიორგი თევზაძე სოფელ ლაშეში ცხოვრობს. მან მარჯვენა ფეხის კიდური უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. გიორგის არ აქვს სოციალური დახმარება და მისი შემოსავალი მხოლოდ II ჯგუფის ინვალიდის პენსიით განისაზღვრება. 
მარტოხელა კაცის ცხოვრების პირობებს, ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე ადგილზე გაეცვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად გაუწევენ გიორგის შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა მომავალში დახმარება მიიღოს. 
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, გიორგი თევზაძეს ახალი, 2019 წელი მიულოცეს და „ხარაგაულის სათნოების სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.

 

 

ნანახია: 7235 - ჯერ