სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_2.JPG

ხარაგაულში ზამთრის ბაშო ჩატარდა

29 დეკემბერს, ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი გაიმართა. 
ტურნირის გამარჯვებული ზურაბ აქუბარდია გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხარაგაულელი ლადო არევაძე დაამარცხა. 
სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის გამარჯვებულს 1050 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ, ლადო არევაძეს, ბაშოს სპონსორებისგან 550 ლარი ერგო. 
ზამთრის ბაშოს იოკუძუნა საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის მიერ დაწესებული თასით დაჯილდოვდა, მან ასევე, საჩუქრად მიიღო „კავკასია ფუდის" მიერ დაწესებული 200 ცალი ხინკალი და სარეაბილიტაციო ცენტრისგან „მოძრაობა თავისუფლებაშია“  2 კვირიანი სამედიცინო ვაუჩერი.
ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხებულ მონაწილეებს ბაშოს სპონსორებისგან 100-100 ლარი ხვდა წილად.
სუმოს ჩემპიონატს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ სპორტით დაინტერესებული გულშემატკივარი დაესწრო. 
ზამთრის ბაშოს გენერალური სპონსორი გახლდათ შპს "ჯეო ჯაპ მოტორსი" - უმაღლესი ხარისხის იაპონური საბურავები. 
ოფიციალური მედია პარტნიორი - Live.ge
ზამთრის ბაშოს მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. 

ნანახია: 6703 - ჯერ