სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/dghjkhvj%2Clknl.%3Bm%2Cl.jpg

ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს გაათმაგებული მონდომებით მუშაობისკენ მოუწოდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა გასული ორი დღის განმავლობაში, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებული ვითარება მოისმინა, მოსახლეობის მდგომარეობა მოიკითხა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დარიგდა გადასახური მასალა. მან მადლობა გადაუხადა ასევე, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც სტიქიის დღეებში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და დროულად ახდენდა ზარალის აღმოფხვრას. 
ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს გაათმაგებული მონდომებით მუშაობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ისინი ყველა მოქალაქის პრობლემის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რათა დროულად მოხდეს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

 

ნანახია: 3916 - ჯერ