სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0592.JPG

ხარაგაულის მერს ახალი თანაშემწე ჰყავს

ლაშა გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის თანაშემწედ დღეს დაინიშნა.

მერის თანაშემწის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა ბენდიაშვილმა აღნიშნული პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ლაშა გელაშვილი 1991 წლის 16 იანვარს დაიბადა. დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსისტის სპეციალობით.

2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორად.   

2015-2017 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტს იკავებდა.

ახალ თანამდებობაზე ლაშა გელაშვილი მუშაობას 11 ნოემბრიდან შეუდგება.

მერის თანაშემწის პოსტზე გამარტივებულ კონკურსში 25 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გასაუბრებაზე მხოლოხ ხუთი გამოცხადდა. 

ნანახია: 7497 - ჯერ