სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdjhdghjfgkjhk.jpg

ანსამბლმა „კახორმა“ „სულიკო 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

7 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კახორმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში - “სულიკო 2018" მიიღო მონაწილეობა.

ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში    იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფესტივალში გამოვლინდნენ სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებული შემსრულებლები. ანსამბლ „კახორს“ ფესტივალის დამაარსებლის მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი და ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი'' -  სიგელი გადაეცა.

„1სულიკო 2018“-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქუთაისის კვარტეტი გახდა. ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ „ზესტაფონს".

ლირიკული სიმღერის ფესტივალის აღნიშვნა საფუძველს,  გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე, აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში, ცხრაწყაროში ტარდება და „ვარინკობის" დღესასწაულიც სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.
ფესტივალი „სულიკო 2018“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ნანახია: 5918 - ჯერ