სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/xhbfghnvbnv.JPG

ხარაგაულში ევროპის კვირეული დასრულდა

ევროპის კვირეული ხარაგაულში დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, სპორტდარბაზში ერთი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობდა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი:  ჭადრაკში, ნარდში, დომინოსა და მაგიდის ჩოგბურთში.

კვირეულის ფარგლებში პირველი შეჯიბრი მუნიციპალიტეტის  პირველობაზე ჭადრაკში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ბუაჩიძე გახდა, ხოლო მეორე ადგილი წილად ხვდა გია თავზარაშვილს.

ნარდის ტურნირში, სულ 24-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან პირველი ადგილი  ივანე გოლუბიანმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი - ალექსანდრე ტაბატაძემ.

დომინოს ჩემპიონატის გამარჯვებული  და პირველი ადგილის მფლობელი პაატა ვეფხვაძისა და ლაშა გურგენიძის წყვილი გახდა, მეორე ადგილი წილად ხვდა ივანე გოგოლაძისა და გრიგოლ ჭიპაშვილის წყვილს.

მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი ნიკოლოზ ბუაჩიძეს, მეორე ადგილის - დავით კიკნაძეს, ხოლო მესამე ადგილი ზაზა ბერაძეს ხვდა.

ტურნირში გამარჯვებული მოთამაშეები  ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ევროპის კვირეული საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა.

ხარაგაულში ევროპის კვირეულის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).  

ნანახია: 6598 - ჯერ