სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკრებულოს სხდომა 1 ოქტომბერს გაიმართება

1 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ( მომხს: ჯაბა ბერაძე);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე” (მომს: კახაბერ გოლუბიანი);
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ზურაბ ბანცაძე);
7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ზურაბ ბანცაძე);
8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: მალხაზ ფხალაძე);
10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: თეა ბერიძე).

 

ნანახია: 2215 - ჯერ