სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/sfgjhlbkjrty.jpg

„ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლეები ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა. 
2017-2018 სასწავლო წელს, ხარაგაულში გამართული „ეტალონის“ გამარჯვებული მოსწავლეები არიან - ლიზა ბარბაქაძე (N2 საჯარო სკოლა - I ადგილი), ნინო მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა - II ადგილი) და მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა - III ადგილი).
ნიკოლოზ თოფურიძე, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს, მარინა ვეფხვაძესთან ერთად შეხვდა და წარმატებები უსურვა.

 

 

 

ნანახია: 1438 - ჯერ