სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dfgjhkjlj%3Bltyu.jpg

ხარაგაულის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, დღეს, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო. 
„ისწავლეთ და იყავით თავისუფლები, ოღონდ თავისუფლები არა სინდისისგან, არამედ შემოქმედებით თავისუფლები, იკითხეთ ბევრი და წიგნი იყოს თქვენი მეგობარი. ღმერთმა დალოცვილები, დღეგრძელები გამყოფოთ“ - ამ სიტყვებით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე). 
მეუფემ მადლობა გადაუხადა მამა ანტონს (სულთანიშვილი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ირაკლი ებანოიძეს, დავით ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სკოლის რეაბილიტაციის პროცესში. მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალი სასწავლო წელი მიულოცა გიმნაზიის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს და წარმატებები უსურვა.

ნანახია: 2307 - ჯერ