სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/kasrgfagrfalkgfalksg.JPG

სოფელ სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა

ხარაგაულის სოფელ სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ცენტრი გაიხსნა.

ჯგუფში სკოლამდელი მზაობის მომსახურებას 15 ბავშვი მიიღებს.

სარგვეშის საჯარო სკოლის ბაზაზე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, რუსუდან გიორგაძის ძალისხმევით განხორციელდა. მზაობის ჯგუფში აღსაზრდელები კვების და მოსვენების მომსახურებასაც მიიღებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა მიულოცა: „მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ, რუსუდანს ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის. სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა ხელს შეუწყობს აქ ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებას და  სოფლის გაძლიერებას. ვულოცავ სოფლის მოსახლეობას ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ.“

მზაობის ჯგუფში მისულ აღსაზრდელებს რუსუდან გიორგაძის ფინანსური დახმარებით მათთვის განკუთვნილი საჩუქრები დახვდათ. ეზოში განთავსდა სათამოშო ინვენტარი.

სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნას მერიის კულტურის სამსახურის, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ნანახია: 6073 - ჯერ