სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfsdfsdgjm%2Cjk%2C.JPG

ხარაგაული-საჩხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან  ერთად, სოფელ ნადაბურში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, სანდრო ლეჟავასა და ვასილ ფეხმაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი  გზის პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნადაბურში იგეგმება ხიდის მშენებლობა მდ. ძირულაზე, ასევე, 2 500 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია სოფელ ნადაბურსა (1 კმ.) და ციცქიურში (1.5 კმ.).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს  ნადაბურის ცენტრალური გზის (6 კმ.) რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 727 502 ლარით აფინანსებს.

საერთო ჯამში, ორივე პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

ნანახია: 6312 - ჯერ