სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfvbcvbcvbcv.JPG

ხარაგაულის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის - „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და  ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს.

„ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები ეკატერინე შველიძე და ეთერ ვეფხვაძე გახლავთ.

პრეზენტაციაზე, მთავარმა რედაქტორმა, ზეინაბ ბუაჩიძემ მოკლედ  მიმოიხილა წიგნში შესული ისტორიული მასალები. მან მადლობა გადაუხადა წიგნის პირველი გამოცემის დაფინანსებისთვის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებს.

გამომდინარე იქედან, რომ  „ხარაგაულის ქრონიკების“ პირველი გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკებს გადაეცათ, წიგნის შეძენის მსურველი კი ძალიან ბევრია, ფინანსების მოძიების შემდეგ, იგეგმება მისი მეორედ გამოცემა.

დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და ხარაგაულელებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის შექმნისთვის.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ნანახია: 4545 - ჯერ