სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfghbsvbzcv_1.JPG

დათო ტურაშვილი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა ბიბლიოთეკის მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცა და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა.

დათო ტურაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. როგორც მწერალმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც ჩვენი, მომავალი, თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები.

შეხვედრის დასასრულს, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტის“ დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა.

ნანახია: 3388 - ჯერ