სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0089.JPG

ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურებმა ანგარიში წარადგინეს

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს და 6 აგვისტოს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად დაამტკიცეს.

 ბიუროს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა წარადგინა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა ასევე, მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე. 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ისაუბრა ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ.

წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, რომ კითხვები ბევრია და ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომაზე უფრო ვრცლად ისაუბრებენ.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 19 დეკემბრის #42  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; (მომხს: ნინო მაღლაკელიძე);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ;(მომხს: ზურაბ ბანცაძე);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის  №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა  საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ნანა კიკნაძე);

არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის  „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული  შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს:  ჯაბა ბერაძე).

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს(მომხს: მანანა ბარბაქაძე);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე).

 

 

ნანახია: 5930 - ჯერ