სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/asasfagafgafdas.jpg

ხარაგაულის სოფლებში, ზაფხულის განმავლობაში კონცერტები ჩატარდება

ამის შესახებ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
 ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, სოფლებში, ღის ცის ქვეშ, კონცერტებს გამართავენ, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. 
ზაფხულზე სოფლებში ჩატარდება ასევე, თოჯინების თეატრი. 
 ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მხარდაჭერა აღუთქვა კულტურის ცენტრს საინტერესო წამოწყებისთვის და აღნიშნა, რომ სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება და კულტურის დარგების განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უპირეველსი მიზანია. 
 მერმა წარმომადგენლებისგან ასევე, სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოიმინა ინფორმაცია.

 

ნანახია: 1908 - ჯერ