ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, ხარაგაულობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესსა და ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს.
მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების საკითხზე. მან წარმომადგენლებს დაავალა, დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და დასრულება დროულად მოხერხდეს.
სამუშაო შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა ასევე ისაუბრა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 6 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 22 სოციალური პროგრამა მოქმედებს. გაზრდილია ცალკეული სოციალური დახმარებების ლიმიტები და ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესშიც, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირება უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს.
დამატებით გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მიზნობრივი ათვისება წლის ბოლომდე იგეგმება. მათ შორის, გათვალისწინებულია როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემა, ისე საახალწლო სოციალური დახმარებების უზრუნველყოფა.
მერის დავალებით, მერის წარმომადგენლები აქტიურად მოიძიებენ და შესაბამის სამსახურებს მიაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ, რათა თითოეული განცხადება კომისიამ დროულად, სამართლიანად და ობიექტურად განიხილოს.
შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოსახლეობის საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებასა და მათზე შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას .
სამუშაო შეხვედრას მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და ვით დევდარიანი და ესწრებოდნენ.