სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/321456.jpg

ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელ ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მერაბ კოსტავას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩემთვის, როგორც მერაბ კოსტავას ერთ-ერთი თანამებრძოლისთვის, ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მერაბი უყვარდა მთელ საქართველოს. მისი ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და სამშობლოსადმი თავდადება ის ფასეულობებია, რომლებმაც მას ქართველი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ეროვნული გმირის წოდება კი ამ სიყვარულის აღიარებაა,

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების მაგალითია“, — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მიმავალ გზაზე, სოფელ ბორითთან, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

 

ნანახია: 20 - ჯერ