სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9104.JPG

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულელ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულელ სპორტსმენებს ევსემ შველიძეს და ვახო ნიქაბაძეს ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება  მიულოცა.

მერმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა, მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს და სპორტსმენებს მუდმივ მხარდაჭერას გაუწევს.

სპორტსმენებმა 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და ხარაგაულის სპორტის ცენტრის დირექტორი რევაზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ.

ნანახია: 17 - ჯერ