ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია გაეწია და მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა ერთ პირს.
შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში 9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.
ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ადმინისტრაცული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი გახლავთ. მოადგილე - შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი , ინგა თურქაძე.
სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ფერაძე;
საბჭოს წევრები:
თამარ სულაქველიძე - იურიდიული განყოფილება , პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ვასილ შარიქაძე - საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის , საფინანსო - სახაზინო განყოფილება.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი , სახაზინო და საბიუჯეტო საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.