სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D.jpg

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სსიპ - ახალგაზრდობის
სააგენტომ, პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის – „ახალგაზრდების
მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პროექტი „გაეროს მოდელირება“.
პროექტი ემსახურება „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2023–2026“-ით განსაზღვრული მიზნების
განხორციელებას და მიზნად ისახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ახალგაზრდებში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური
გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე სიმულაციური პროცესის მეშვეობით
მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების უნარების
განვითარებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 11 რეგიონულ ცენტრში გაეროს მოდელირების ჩატარება, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ 14 დან - 18 წლამდე ახალგაზრდები.
თითოეული რეგიონიდან კონკურსის წესით გაეროს მოდელირებაში შეირჩევა და მონაწილეობას მიიღებს
100 ახალგაზრდა, პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც განხორციელდება რეგიონულ ცენტრებში
შეირჩევიან საუკეთესო მონაწილეები, რომლებიც დასაჩუქრდებიან სამახსოვრო პრიზებით და მეორე
ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ქ.თბილისში გასამართ შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში
გამოვლინდებიან გამარჯვებულები და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო
ღონისძიებაში.

პროექტის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
https://forms.office.com/pages/responsepage.aspx?
id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUvaDIv0PP1lDmJ1ja_smO_5UOFZZVkI1WUdHR1EwQjlJMDNaVTFLV0Y2NC4u&route=short

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოდან “გაეროს მოდელირების” ფარგლებში საკონტაქტო პირი :
პროგრამების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი თამარ კაკულია. ელ-ფოსტა t.kakulia@youthagency.gov.ge, ტელ: 577267777.

ნანახია: 7 - ჯერ