სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5123_1.JPG

სოფელ კიცხში თანამედროვე ღია სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლებში
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
სოფელ კიცხში თანამედროვე ღია სპორტული სივრცე მოეწყო.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სპორტული სივრცეები ასევე მოეწყო მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც, რაც ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის ნაწილია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.
ხარაგაულის მერია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა ყველა სოფელში შეიქმნას შესაბამისი გარემო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
ნანახია: 13 - ჯერ