სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4420_1.JPG

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგით განიხილეს საკითხი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებული „ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მასთან მიერთების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

საკითხი სხდომაზე წარადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა.

სხდომას თავმჯდომარეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

ნანახია: 65 - ჯერ