სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/588622568_122192370002356498_867563296888854694_n_1.jpg

სოფელ კიცხში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას გააცნო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლებიც მომავალ წლის საბიუჯეტო დოკუმენტში უნდა აისახოს.
მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, რაც მნიშვნელოვანია უფრო სრულყოფილი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.
ნანახია: 153 - ჯერ