ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე
წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადმოგზავნილი
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის
პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 85 - ე ,
108 - ე და 135-ე
მუხლის შესაბამისად, საკრებულოს აპარატი აღნიშნულ დოკუმენტებს ვაქვეყნებს
საჯარო განხილვისათვის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagauli news.gov.ge და
ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული
შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე და საკრებულოს
აპარატში, მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს
მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნებოძირში არსებულ
სარიტუალო დარბაზში დღის 14 :00 საათზე .
აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში
გაიმართება შემდეგი განრიგით:
1.საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია 19 ნოემბერი დღის 11.30
საათი;
2.საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომისია 19 ნოემბერი დღის 14.00 საათი;
3.საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის
საკითხთა კომისია 19 ნოემბერი დღის 13.00 საათი;
4.საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის
კომისია 20 ნოემბერი დღის 11.00 საათი;
5.საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია 20 ნოემბერი
დღის 12 საათი;
კომისიის სხდომები ჩატარდება ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე
განთავსებულ კომისიების სამუშაო კაბინეტებში, მისამართზე 9 აპრილის ქუჩა
N15.
გთხოვთ საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და
ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და
შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს
აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის დღის 12:00 საათისა.