სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1000029384.jpg

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარედ  , მანანა ბარბაქაძე აირჩიეს 

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მანანა ბარბაქაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.  
 
" ძვირფასო კოლეგებო,
პირველ რიგში, გულწრფელად გიხდით მადლობას იმ ნდობისათვის, რომელიც დღეს გამოხატეთ ჩემ მიმართ. თქვენი მხარდაჭერა უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, დიდი მოტივაცია, რომ ღირსეულად გავაგრძელო ის საქმე, რომელიც ემსახურება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.
 
საკრებულოს წევრობა დიდი პატივია, მაგრამ უფრო დიდი ვალდებულება — ვიყოთ ხალხის ინტერესების გამტარებლები, გამოვიჩინოთ ერთიანობა, თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა თითოეულ გადაწყვეტილებაში.
 
მჯერა, რომ თანამშრომლობით, ურთიერთპატივისცემითა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ ღირსეულად შევასრულოთ ის მისია, რაც საზოგადოებისგან გვაკისრია.
 
კიდევ ერთხელ გმადლობთ ნდობისთვის, გპირდებით,  ენერგიით, სიმართლითა და ერთგულებით ვემსახურები ჩვენს მუნიციპალიტეტს".
ნანახია: 28 - ჯერ