ვარლამ ჭიპაშვილი ამ პოზიციას 2020 წლიდან იკავებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში და ხარაგაულის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.
,, მადლობა მერს - ბატონ კობა ლურსმანაშვილს ნდობისათვის, მადლობა პარტია- ქართულ ოცნებას მხარდაჭერისათვის.მადლობა მოსახლეობას ჩვენი გუნდის არჩევისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ განვითარება. ჩვენი მიზანია, ყოველდღიური მუშაობით ხარაგაული მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტი გავხადოთ,“ – განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.