სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/wafsadf_1.jpg

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალი უფლებამოსილების ვადით სამსახურეობრივ  საქმიანობას შეუდგა

 
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალი უფლებამოსილების ვადით სამსახურეობრივ  საქმიანობას შეუდგა. 
მერის განცხადებით, მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერება იქნება. 
 
,,დღეიდან საქმიანობას ახალი უფლებამოსილების ვადით ვაგრძელებ. ეს არის თქვენი ნდობისა და ჩემი პასუხისმგებლობის გაგრძელება — ვალდებულება, რომ დაწყებული საქმეები ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და ახალი მიზნებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ.
ბოლო წლებში, თქვენი აქტიური მხარდაჭერით, ხარაგაულში მილიონობით ლარის ღირებულების უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ  —  ჩვენ ავაშენეთ საბავშვო ბაღები და სკოლები, განვაახლეთ გზები, წყალმომარაგებისა და გაზის სისტემები, შევქმენით თანამედროვე საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეები.
მჯერა, რომ ახალი ვადის განმავლობაში კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ, რომელთა მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და განვითარება, სოციალური პროგრამების მნიშვნელოვნად გაფართოება და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერება ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი 
ნანახია: 30 - ჯერ