სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4297_1.JPG

კონცერტი საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულთათვის - ვატო ჟორდანია ხარაგაულში

დღეს, ხარაგაულის შ.ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმაპროფესორმა, პიანისტმა ვატო ჟორდანიამ კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის კონცერტი გამართა. კონცერტზე შესრულდა ფრანც ჰაიდნის, კარლ ჰუმანის, კლოდ დებიუსის და იგორი სტრავინსკის ნაწარმოებები.

კონცერტი ორგანიზებული გახლდათ ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონი ლალი ალექსიძის მიერ.

,,ვატო ჟორდანიას შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ორიგინალური ინტერპრეტაციებით. ჩვენი მიზანია, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ვფიქრობ, ამ კონცერტმა ნამდვილად დატოვა შთაბეჭდილება თითოეულ მსმენელზე „ - განაცხადა კონცერტის დასარულს, სამუსიკოს სკოლის დირექტორმა , ლალი ალექსიძემ.

 

 

 

 

ნანახია: 42 - ჯერ