სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/qaris-eleqtrosadguri-1726235902.jpg

სკრინინგის განცხადება!

 რიკოთის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილება

 

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ტაბას“ მიერ წარდგენილია „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილების სკრინინგის  განცხადება.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ პროექტის შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტაციის სახით

 

იხილეთ მასალები

 

 

 

 

ნანახია: 50 - ჯერ