სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sisxlis%20aqcia.png

გაიღე სისხლი - 21 ივლისს ხარაგაულის მერიაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართება

ორშაბათს ,21 ივლისს,11 საათზე,  ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის დონაციის აქცია გაიმართება.

დონაციის აქციას სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს ორგანიზებას.

სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.

გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში.

გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!გელოდებით, ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე, 21 ივლისს , 11 საათზე.

ნანახია: 196 - ჯერ