სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8439.JPG

დღეს,  7 ივლისს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს სხდომაზე , დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

სხდომას,  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

საკრებულოს სხდომაზე,,გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ.

ქალბატონმა ნანამ  ასევე ისაუბრა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის  6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილება შევიდა ,სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამაში ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების მომსახურეობისთვის  და დახმარება  1500 ლარის ნაცვლად 2000 ლარის ფარგლებში გაიცემა.

 მეორე ცვლილება ხანდაზმულთა დახმარების ქვეპროგრამას შეეხება ,100 და მეტი ასაკის ხანდაზმულებს საიუბილეოთ ამ დრომდე  დახმარება 1000 ლარის ფარგლებში ეწეოდათ ეხლა ეს თანხა გაორმაგდა და ამ პროგრამის ბენეფიციარები 2000 ლარს მიიღებენ.

ჰემოდიალეზის ჩანაცვლების სიანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებს, ივლისის თვიდან,ყოველთვიურად 200ლარის ნაცვლად 250 ლარი აუნაზღაურდებათ.

ასევე ცვლილებაა ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამაში.  მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, თუ ამ დრომდე თანხა განისაზვრებოდა 150 ლარით  და ყოველ მომდევნო ბაშვზე ემატებოდა 50 ლარი. ცვლილების შედეგად, ამჯერად მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში , თანხა  200 ლარით განისაზღვრება და შესაბამისად, ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატება 50 ლარი.

ასევე, ბინის ქირით უზრუნველყოფის თანხა 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.

 

საკრებულოს სხდომაზე,დეპუტატებმა,მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

 

 „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში

განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2025 წელს განსახორციელებელი

პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის

დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2025 წლის 07 აპრილის N69. 69250976 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა,პეტრე შარიქაძემ ისაუბრა.

მუნიციპალიტეტის მერიამ,სოფლის მხარდამჭერი პროგრამა თანადაფინანსებით  44 400 ლარით გაზარდა.

 

საკრებულოს წევრებმა შეკითხვები დასვეს წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა ასპექტს მოიცავდა, მოხსენების ავტორებმა თითოეულ კითხვაზე ამომწურავი და დეტალური პასუხები გასცეს.

 

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელი და დეტალური განმარტება გააკეთა. მან საკრებულოს წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა იმ საკითხების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები, რომლებთან დაკავშირებითაც  იყო კითხვები დასმული.

ნანახია: 103 - ჯერ