სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/513887798_24070666452576247_8831529475755960574_n.jpg

28 ივნისს ლიტერატურული თეატრი ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს გამართავს

28 ივნისს, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში,  ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" გაიმართება.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყო და  27 ივნისამდე გაგრძელდება.

მონაწილეთა ასაკი 16 წლიდან იწყება , ზედა ზღვარი შეუზღუდავია. 

საკონკურსო თემა  კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.

კონკურსი  დილის 9 საათზე დაიწყება და  18.00 საათზე დასრულდება.

კონკურსის შედეგებს  ჟიური შეაჯამებს.

 

 

წელს ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ მეთექვსმეტედ იმართება

ოდეონის პროგრამა:

9.00 _ კონკურსანტების შეკრება კულტურის და დასვენების პარკის შესასვლელში.

9.30 _ საუზმე

10.00 _ კონკურსის დაწყება, "ოდეონის" ჰიმნის მოსმენა და დროშის აღმართვა.

13.00. __ სადილი

17.00 _ კონკურსის დასასრული. ნამუშევრების ჩაბარება.

ჟიურის შემადგენლობა:

ლინა ბარათაშვილი __ ჟიურის თავმჯდომარე

წევრები: მარინე ხვედელიძე, მარინე ვეფხვაძე, მზია აბულაძე, მამუკა ჭიპაშვილი, ვალერი გოგნაძე.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით ახალგაზრდული " ოდეონი"  სექტემბერში ჩატარდება.

ნანახია: 10 - ჯერ