2025 წლის 5 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:
- 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მდგომარეობა – ინფორმაცია წარადგინა ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ
- (ა)იპ „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში – მოხსენებით გამოვიდა თამარ ლაცაბიძე.
- გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული განკარგულების გაუქმება – მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი.
- ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება – მომხსენებელი ოთარ ლურსმანაშვილი.
- საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი – წარმოდგენილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის მიერ.
სხდომა მნიშვნელოვანი იყო როგორც ფინანსური მონაცემების განხილვის, ისე გენდერული და სოციალური საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით.