სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/493729060_3507422042730720_7562388340898166805_n.jpg

ხარაგაულელი მოსწავლეების წარმატება მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“

ქალაქ ქუთაისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის(დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) პირველი ადგილი დაიმსახურა.

კონკურსზე ასევე წარმატებით წარსდგნენ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის (დირექტორი, ლალი ალექსიძე)  სოლო შემსრულებლებიც (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე):

ლალი ხომასურიძე – II ადგილი, ლილე ფცქიალაძე – ჟიურის სიმპათია, ნინო ვეფხვაძე – ჟიურის სიმპათია, გაბრიელ შარიქაძე – წარმატებული მონაწილე

კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, პროექტის ფარგლებში წარმატებული პედაგოგების დიპლომები გადაეცათ დარეჯან კაციტაძესა და დარეჯან გვაძაბიას.

ფესტივალს აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მუსიკათმცოდნეები მაია დათუნაშვილი და ნია ბახტაძე, პოეტი ნანა ცინცაძე.

„იმერეთის ხმა“ უკვე მეთერთმეტე წელია იმართება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანი,  ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფასეულობის, პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონის ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლები არიან კომპოზიტორი ნანა იამანიძე და სტუდია „იმერეთის ხმის“ ხელმძღვანელი ბექა ბაძნელაძე.

მოსწავლეების მონაწილეობა კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვულოცავთ მონაწილეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ ღირსეულ გამარჯვებას!

ნანახია: 145 - ჯერ