სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/494171716_9674064892630699_3414672963349262623_n_1.jpg

"ჭირიმე" ქართულ ლიგაზე ნახევარფინალშია!

ქართულ ლიგაზე ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა "ჭირიმემ" მეოთხედფინალური ეტაპი წარმატებით გადალახა და ორი კონკურსის ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუნდი ასპარეზობას ნახევარფინალში განაგრძობს.

"ჭირიმეს" უკვე მეხუთე სეზონია გვერდში უდგას ხარაგაულის მერია, რომლის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის განვითარებასა და წარმატებაში.

გუნდს წარმატებას ულოცავს ხარაგაულის საზოგადოება და გულშემატკივრები, რომელთა მხარდაჭერაც ყოველთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს "ჭირიმესთვის".

„ჭირიმეს“ შემადგენლობაში არიან: აჩი მეიფარიანი, დავით ბირკაძე, ნიკა ოკრიბელაშვილი, უჩა ტაბატაძე, მარიამ და ნინო ჭიპაშვილები

ხარაგაულის მერია მადლობას უხდის გუნდის შემქმნელს, სცენარისტს და რეჟისორს , მამუკა ჭიპაშვილს და  გუნდის წევრებს თავდადებისთვის და მომავალში  წარმატებულ გამოსვლას და ახალ გამარჯვებებს უსურვებს!

ნანახია: 201 - ჯერ