ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ბორის საჯარო სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების ანსამბლი „მთიები“ (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე) და გოგონათა მომღერალთა გუნდი (ხელმძღვანელი დარეჯან გვაძაბია) მონაწილეობდნენ ქალაქ ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალში „ჰარიდა 2025“.
მონაწილეთა შესრულებებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ვალერიან შიუკაშვილი, ნინუკა შარაშიძე, მიშო ჯავახიშვილი, პუსკა გამსახურდია, ტარიელ სუარი, ქეთევან მანელიშვილი და ლაშა კვიკვინია.
ფესტივალის მიზანი იყო ნიჭიერი მომღერალი ბავშვების აღმოჩენა და ახალი კუთხური სიმღერების პოპულარიზაცია.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საესტრადო-კლასიკურმა გუნდმა (ხელმძღვანელი დარეჯან გვაძაბია) ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და მეორე პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
სიმღერისა და საკრავების ანსამბლმა „მთიები“ (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე) წარმატებით წარსდგა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე და მესამე პრემია და ლაურეატის წოდება მიიღო.
ვულოცავთ მოსწავლეთა - სახლს, პედაგოგებსა და ბავშვებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.