კვირის დასაწყისში, თათბირი მერიის გუნდისთვის სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია — მაქსიმალური წვდომა სოფლად არსებულ რეალობაზე და საჭიროებების უშუალოდ იმ პირებისგან მოსმენა, რომლებიც ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე უშუალოდ მერს წარმოადგენენ.
მიმდინარე თათბირზე, რომელსაც მერთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილიც ესწრებოდა, იმ პროექტების განხილვა მოხდა, რომლებიც უკვე განხორციელების პროცესშია ან უახლოეს მომავალში დაიწყება.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად შევა აქტიურ ფაზაში.
სოციალური მიმართულება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად დაფინანსებული ბიუჯეტური სეგმენტი, კვლავ პრიორიტეტად რჩება.
„ეს პროგრამები, კონკრეტულ დახმარებას ნიშნავს კონკრეტული მოქალაქეებისთვის — სწორედ იმ მიმართულებით, სადაც მათ სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივ საბიუჯეტო თანხების ზრდა ისევ გვექნება,“ — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი ეტაპიც — მაისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარმოადგინონ.
რაც შეეხება გასული წლის პროექტებს, მათი განხორციელებისთვის უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მერია შედეგების მოლოდინშია, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია გაუზიაროს.
ხარაგაულის მერი და მერია საკუთარი მისიისა და მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აგრძელებს მუშაობას — ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია მოქალაქეების საჭიროებების ზუსტ ანალიზზე , მიზნობრივ მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების უწყვეტ განხორციელებაზე.
თათბირის ფორმატი სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია — მუდმივი კავშირი მერის წარმომადგენლებთან, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გუნდურად დაგეგმვა.