ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო.
პირველ ეტაპზე შეხვედრა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
კობა ლურსმანაშვილი:
,,შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას”
შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.
ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.