სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/490446049_633297492861114_2155050007411928406_n_1.jpg

ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს.
კომიტეტის️️ მორიგი სამუშაო შეხვედრა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამართლებრივი საკითხების გამოვლენა, რაც კომიტეტს დაეხმარება მომზადდეს ისეთი ცვლილებების ინიცირებისთვის, რომლებიც უპასუხებს არსებულ პრაქტიკულ მოთხოვნებს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის პროცესის გაძლიერების მექანიზმებს.
კომიტეტის მუშაობის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
შეხვედრებში ასევე ჩართულნი არიან საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.
ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
ნანახია: 57 - ჯერ