ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან, მოადგილეებთან და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ადმინისტრაციასთან ერთად, ტრადიციული თათბირი გამართა.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული სამზადისი იყო — აქცენტი გაკეთდა სასაფლაოების დასუფთავებაზე, მისასვლელი გზების მოწესრიგებასა და კონკრეტული სოცჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებაზე.
სააღდგომოდ , ხარაგაულის მერია ფინანსურ მხარდაჭერას 1000 ოჯახს გაუწევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივაა.
მერმა პირადად დაავალა წარმომადგენლებს , თითოეულ სოფელში მაქსიმალურად მოწესრიგდეს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები, რათა მოსახლეობამ კომფორტულად და დაუბრკოლებლად შეძლოს გადაადგილება.
თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები.
თითოეული ორშაბათი — ეს არის დაგროვილი საჭიროებების ანალიზი, რეკომენდაციებისა და დავალებების გაცემა, და შედეგებზე ორიენტირებული მოქმედების დაგეგმვა.