სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9230.JPG

დედაენის დღე ხარაგაულში

ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის მეორე და მესამე საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა.

ბავშვებმა წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციები — წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და მოწიწება იმ ენის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთიანობის, თვითმყოფადობისა და კულტურული სიმდიდრის საფუძველია.

ქართული — ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით გამორჩეული ენა — არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი ისტორიის, იდენტობისა და ეროვნული სიამაყის მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური იყო.

ნანახია: 61 - ჯერ