სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8531.JPG

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

საკრებულო გაეცნო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

საკითხი საკრებულოს წევრებს მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.

სხდომაზე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა, ჰამლეტ ბერაძემ . ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.

დადებითად_შეფასდა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, მარინე ხვედელიძემ წარუდგინა.

ცვლილება_შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში. ასევე ცვლილება_შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო

ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020

წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული საკითხები საკრებულოს ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ საკრებულოს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების  და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა.  

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 890,000 ლარი გამოეყო. დამატებით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234, 000  ლარით დააფინანსებს პროგრამას, რაც პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 76 - ჯერ