სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/axal.tema.jpeg

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 24 მარტი - 8 აპრილის პერიოდი. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე, რეგიონებში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და/ან საინიციატივო ჯგუფების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.

 შემუშავებული წესის შესაბამისად, განაცხადთან ერთად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ფარგლებში, განმცხადებელს მოეთხოვება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის როლს პროექტის განხორციელებაში.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება.

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:

არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=1084541777043471&set=a.28931253656640

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარი გობრონიძე (ელ-ფოსტა: M.gobronidze@youthagency.gov.ge; ტელ: 599 38 99 08), სალომე არაბული (ელ-ფოსტა: S.arabuli@youthagency.gov.ge; ტელ: 599 48 80 99).

ნანახია: 59 - ჯერ