ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა.
მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, პროგრამის ფარგლებში დღეს წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე დაესწრო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის წარმომადგენელი ემზარ აბულაძე.
19 ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე 79 სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებები ოქმებში აისახა, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს განახორციელოს პროექტები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოახდენენ სოფლებში.
პროგრამის მნიშვნელობა და დაფინანსება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება.
2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 890 ათასი ლარია, მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, დამატებით მუნიციპალიტეტი , თანადაფინანსების სახით 200 ათასი ლარს გამოჰყოფს.
მოსახლეობის ჩართულობით შერჩეული პროექტები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საცხოვრებელი პირობების განვითარებას სოფლებში.
დღეს შეხვედრაზე დაგეგმილი პროექტები:
წყალაფორეთი:
- სანიაღვრე არხის მოწყობა
- გზის შეკეთება
- წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა
ხონი:
- ხიდბოგირის მოწყობა
- გზის შეკეთება
- წყლის სისტემისთვის საჭირო მასალების შეძენა
ლახუნდარა:
- წყლის ავზის დემონტაჟი და სხვა ადგილზე მონტაჟი
- გზის შეკეთება
მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებზე, პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად, დეტალურად მოხდა სოფლების საჭიროებების შესწავლა. მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათი განხორციელებას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შემდეგ ეტაპზე.