სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5343.JPG

საღანძილის თემში, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

სოფლის მხარდამჭერი პროგრამა – მოქალაქეებთან ერთად განსაზღვრული პრიორიტეტები

დღეს, 12 თებერვალს, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატ დავით კიკნაძესა და მერის წარმომადგენელ კობა ყრუაშვილთან ერთად საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები: ბესიკ კვირიკაშვილი, შალვა ლურსმანაშვილი, ეკატერინე შველიძე და ირმა ვაქერ-სებისკვერაძე.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში განსჯის მთავარი თემა იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტული საკითხები.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება და პროგრამის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შეირჩა პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოიცავს:

საღანძილე – საუბნო გზების შეკეთება, საყრდენი კედლის მოწყობა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

ზარანი – საყრდენი კედლის მოწყობა, საუბნო გზის შეკეთება, წყლის სისტემის გაუმჯობესება.

სხლითი – საუბნო გზის მოხრეშვა, სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მოპირკეთება, გაბიონის მოწყობა.

ვანი – საუბნო გზის მოხრეშვა, რკინის გისოსებიანი ცხაურის მოწყობა, წყლის სისტემის გაუმჯობესება, სანიაღვრე არხების მოწყობა.

ჩხერი – საუბნო გზის მოხრეშვა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

ჯაფარეული – ცენტრალური გზის ნაწილის მობეტონება, გარე განათების ეტაპობრივი მოწყობა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივების უშუალო მონაწილეობით განისაზღვროს სოფლის საჭიროებები და დაფინანსდეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება.

 

ნანახია: 31 - ჯერ