დღეს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხიდარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ხელმძღვანელობდა.
ადგილობრივებმა სოფლის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და საერთო ხედვა ჩამოაყალიბეს პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად.
მსჯელობის შედეგად, სამი მთავარი საჭიროება გამოიკვეთა:
გზის შეკეთება – გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად;
გარე განათების ქსელის მოწყობა – უსაფრთხოებისა და კომფორტის გასაზრდელად;
მოსაცდელის განთავსება – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის.
მოსახლეობასთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი, გიგი დოლიკაშვილი, და ვარძია-წყალაფორეთი-ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი, შმაგი ხიჯაკაძე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სოფლების საჭიროებები ეტაპობრივად დგინდება. პროცესი 14 თებერვალს დასრულდება.